სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
14-03-2025
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მომსახურების მიმწოდებელი ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს.  უწყება 15 ახალი კადრის მიღებას გეგმავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 2336 ლარი იქნება. 

კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;

სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); 

სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

უცხო ენის ცოდნა (სასურველი);

საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)

 

კონკურსი გაიმართება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

ქ. თბილისი - 7 ვაკანსია;

 

კახეთის ცენტრი: 

ქ. გურჯაანი - 1 ვაკანსია;

 

შიდა ქართლის ცენტრი:

ქ. ხაშური - 1 ვაკანსია;

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;

ქ. ამბროლაური - 1 ვაკანსია;

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;

 

აჭარისა და გურიის ცენტრი

ქ. ბათუმი - 2 ვაკანსია.


ქვემო ქართლის ცენტრი:

ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია.


კონკურსში მონაწილე პირთა განცხადების გაგზავნა შეუძლიათ  19 მარტის ჩათვლით; ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge) 

გასაგზავნი დოკუმენტაცია და ყველა სხვა დეტალი იხილეთ ბმულზე

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება