| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი „მომავლის თაობა“, რომელიც ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ახორციელებს.
მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“, რომელიც სამოქალაქო კლუბის -„მომავლის თაობის“ წევრებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, განახორციელეს.
პროექტი მიმდინარეობდა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო კლუბის „მომავლის თაობის“ მეურვე ირინა უგულავა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა: გამოკითხვის ფურცლის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ, კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულმა საინფორმაციო შეხვედრებმა, თემატური ფილმის ჩვენებამ, საინფორმაციო ბროშურებისა და პოსტერების დამზადებამ, მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და სხვა მრავალფეროვანმა აქტივობებმა, გაზარდა სასკოლო საზოგადოების ინფორმირება კიბერბულინგის და მისი ფორმების შესახებ, მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმაციის მოძიების, კვლევის პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის, თვითშემეცნების, თანამშრომლობის უნარები.
„რაც მთავარია მოსწავლეებმა გაიაზრეს, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის მიმართონ კიბერბულინგის შემთხვევაში, არ მოერიდონ აღნიშნულ ფაქტზე საუბარს“,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტი მეტად ნაყოფიერი იყო და მიზანიც მიღწეულ იქნა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას