სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
02-03-2025
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც პირველ კლასში რეგისტრაციისას მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენას ეხება.

თუ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების მოთხოვნის მიზნით, მატერიალურად ან ელექტრონულად ავსებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შესაბამის მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან წარადგენს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნას, თუ პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეს, პირველ ეტაპზე რეგისტრაციამდე უკვე დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება.

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შესახებ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნას და ხელახალი შეფასების დროს მოსწავლეს დაუდასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მისი რეგისტრაცია და ჩარიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, პირველ ეტაპზე გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში. მოსწავლის რეგისტრაციას და ჩარიცხვას ახორციელებს ის საჯარო სკოლა, რომელშიც იყო რეგისტრირებული პირველ ეტაპზე დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა არის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახავს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის შედეგს (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა ან შეუფასებლობა) და ტვირთავს აღნიშნულ დასკვნას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის შემთხვევაში საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის ან შეუფასებლობის შემთხვევაში საჯარო სკოლა აუქმებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციას და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რა მიზნითაც აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი ხედვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება