| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი" - ამ სათაურით გაიმართა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობიდან საიუბილეო_ 900 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლაში.
ღონისძიებამ, რომელიც ისტორიის პედაგოგის ნანული შეყლაშვილის ინიციატივით ჩატარდა მთელი სკოლა მოიცვა. აღნიშნულის ფარგლებში მეათე კლასელებმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის დაგეგმეს და გაატარეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მათ შორის:
მოკლემეტრაჟიანი ვიდეო-ანიმაციური ფილმების ჩვენება VI-V-VIკლასებში; მინილექცია-პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ; მოაწყეს დავით ტურაშვილის რომანის „ტყეების მეფის" განხილვა. ასევე, ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით" წაიკითხა მეათე კლასის მოსწავლემ, თორნიკე აჭარაძემ. მოეწყო სარეკლამო ვიდეო რგოლის „დავითიანის" ჩვენება. აქტივობის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია სემდგომ კი ღონისძიება დაიხურა ვიდეოკლიპით „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება" გოგი დოლიძის შესრულებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა