სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს
10-02-2025
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

7 თებერვალს, სკოლაში საქართველოს აღმშენებელი, წმინდანად შერაცხული მეფე IV გაიხსენებს. 

მე-5 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე დისკუსია გაიმართა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა კლასებში შესწავლილი მასალა დიდი მეფის შესახებ, წაიკითხეს ა.კალანდაძის, მ.მაჭავარიანის და მ.ლებანიძის ლექსები.

„ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა ნ.ბაჩიაშვილმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს წმინდანად შერაცხული სახელოვანი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (1089-1125წწ),Xll-Xlll საუკუნეების რუკაზე მოინიშნა დავით მეფის დამსახურებით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს საზღვრები. გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.

ამავე თემაზე პრეზენტაცია გაიმართა X კლასში, მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც განაპირობა ძლიერი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება