სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
10-02-2025
-
+


izrune.ge-ს  წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება 9 თებერვალს ბათუმში გაიმართა. მონაწილეთა სიმრავლის გამო ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართა. გამორჩეულად ბეჯითი და აქტიური მოსწავლეების დასაჯილდოებლად გამართულ ღონისძიებას კმაყოფილი მშობლები, ოჯახის წევრები, თავად მოსწავლეები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას izrune.ge -ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს, განათლების მიღებასთან ერთად დაეხმაროს, უკეთ შეიცნონ საკუთარი ძლიერი მხარეები.

პროექტი, რომელშიც ათასობით მოსწავლეა ჩართული, ორიენტირებულია განვითარებასა და განათლებაზე. ამას კი მშობლებისა და თავად მონაწილეების შეფასებებიც მოწმობს. 

მშობლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ izrune.ge - ში ჩართვის შემდგომ ამაღლდა ბავშვების მოტივაცია და გაუმჯობესდა მათი უნარები, მაგალითად, გაუუმჯობესდათ დროის აღქმა -  ახლა უფრო უკეთ ახერხებენ კითხვებზე პასუხის გაცემას და საკითხების გააზრებას, ვიდრე პროექტში ჩართვამდე.

როგორც ვალერი მამულაძე გვეუბნება, მისი შვილები izrune.ge – ს  ტესტებს დამოუკიდებლად ასრულებენ, თუმცა თუ დახმარება დასჭირდათ, ამ შემთხვევაში ყოველთვის მიმართავენ მშობლებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია შვილების აღზრდა–განათლებაში მშობლების აქტიური ჩართულობისთვის.

„ჩემი ორივე შვილი აქტიურად არის ჩართული izrune.ge - ს ტესტებში. ანეტა მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ლუკა კი მეოთხე კლასშია, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ და თავიდანვე შეიყვარონ სწავლა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ ბავშვებს უხარიათ საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვა და განათლების მიღება. რაც შეეხება უშუალოდ ტესტებს ძალიან მომწონს. მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვებია, რაც ბავშვებისთვის ტესტების შესრულების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ამასთან, მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგი პროექტი გაქვს“, - აღნიშნა ვალერი მამულაძემ.

ღონისძიებას ის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამაყობენ თავისი მოსწავლეების შედეგებითა და აქტივობებით. ერთ-ერთი ასეთი, ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი თამარ ანთაძეა.

„მიხარია რომ ჩემი მოსწავლეები ჩართულნი არიან საგანმანათლებლო აქტივობებში. რა თქმა უნდა, არაფორმალური განათლება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ პატარებს სურვილი აქვთ უფრო მეტი ისწავლონ, მხოლოდ მისასალმებელია.

ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი izrune.ge-ში. აქტიურად ასრულებენ ტესტებს და შემდგომ სკოლაში ერთმანეთთანაც განიხილავენ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, სკოლაში გაკვეთილის ახსნის დროს მოსწავლეს უთქვამს, რომ ეს საკითხი უკვე იცოდა იზრუნეს დახმარებით და ამ დროს ძალიან ამაყები არიან ხოლმე. ისეც ყოფილა, რომ უკვე ახსნილი და ნასწავლი მასალიდან შეხვედრიათ კითხვები და მერე ბედნიერებს უთქვამთ, თქვენ რომ გვასწავლეთ, იმ საკითხზე მოგვივიდა კითხვა და სწორად ვუპასუხეთო.

ამ ტესტების დახმარებით მოსწავლეები სხვადასხვა უნარებს ივითარებენ, სწავლობენ დროის სწორად მართვას, ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას, ასევე ტესტების ფორმატს, ეს უნარები, მათ აუცილებლად გამოადგებათ“, - გვეუბნება პედაგოგი თამარ ანთაძე. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება