| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. ამ გამორჩეულ თარიღს საჯარო განხილვა მიეძღვნა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს დავით აღმაშენებლის მეფობასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები. განიხილეს რა რეფორმები გაატარა მეფემ ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ყურადღება გაამახვილეს მის საგარეო პოლიტიკასა და დიდგორის ბრძოლაზე.
მოსწავლეებმა თვალსაჩინოებისთვის მიმართეს ვიდეო-რესურსებსაც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურა დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესოდ ჩაიარა.
დავით აღმაშენებლის ხსენების 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება