სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის 1125 და 600-ლარიანი თანადაფინანსება - რომელ სტუდენტებს ეხება დოკუმენტი
28-01-2025
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემის წესში საუბარია, რომ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში“.

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.

წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა (ანგარიშფაქტურა) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან გადასახდელი თანხისა და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობა;

ვ) ცნობა სკოლიდან, რომ ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო

სკოლაში;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

აღსანიშნავაი, რომ ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება