| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 10 პროცენტით იზრდება; იმატებს სკოლის ექიმისა და ექთნის ხელფასიც.
რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია განმარტებული, განათლების სისტემის გაზრდილი დაფინანსება სრულად მოხმარდება ზაფხულში მასწავლებლებისთვის მომატებული ხელფასების დაფინანსებას, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ბიუჯეტით ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებული არ არის.
სამაგიეროდ დირექტორებმა დაზუსტებული საშტატო განრიგები უნდა ასახონ, რათა თანამდებობრივი სარგოს ცვლილებიდან გამომდინარე, დაზუსტდეს გასაცემი დაფინანსებების ოდენობები.
ამ დრომდე საჯარო სკოლებში ხელფასები არ დარიცხულა. მიზეზის გასარკვევად etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ დაახლოებით 25 იანვარს მოხდება მონაცემების ამოღება და ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა