| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ მოსწავლეთა გახარებას, მათთვის ზღაპრული განწყობის შექმნას ემსახურებოდა წინასაახალწლოდ გამართული ღონისძიებები.
სკოლის მე-5 კლასელებმა საახალწლო ღონისძიებაზე გაიხსენეს ლიტერატურული პერსონაჟები, გააცოცხლეს ისინი და წარმოადგინეს როგორ მიულოცავდნენ წიგნის გმირები ახალ წელს თანამედროვე ბავშვებს, ოჯახებს, რას უსურვებდნენ მათ. ღონისძიება იყო ძალიან სახალისო და ამავე დროს შემეცნებითი.
ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებელმა- ლენა შველიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია დუმბაძემ.
ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა სკოლის დაწყებით კლასებშიც. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია,მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.
პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა ლამაზი საახალწლო სანახაობა გამართეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
პირველი კლასის დამრიგებელი ცისანა გოგოტიშვილი გახლავთ, მეორე კლასს ქეთევან ანთაძე ხელმძღვანელობს, მესამე კლასის დამრიგებელია - მერინე იმნაძე და მეოთხე კლასის კი თამარ ხომერიკი. სწორედ აღნიშნული პედაგოგების ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას