სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2024 წელს ავტორიზაცია 339-მა საჯარო სკოლამ გაიარა
19-01-2025
-
+


2024 წელს ავტორიზაცია 339-მა საჯარო სკოლამ გაიარა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების განმარტებით ბოლო 2 წლის განავლობაში ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ.

ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებში ცენტრის განცხადებით ჩატარდა ტრენინგები და მხარდამჭერი აქტივობები.

„2024 წელს 113-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია. 2023-2024 წლებში ავტორიზაცია გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით; ჩატარდა ტრენინგები ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლებისთვის თემაზე - ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა“; ჩატარდა ტრენინგი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის თემაზე; ,,ავტორიზაციის მექანიზმის ფარგლებში პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა.“ განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.  განხორციელდა Cambridge International Education - ის საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - Cambridge Pathway - ის ხელახალი აღიარება, რომლის საფუძველზე აგვისტოს თვეში გაფორმდა ხელშეკრულება ცენტრსა და Cambridge International Education - ს შორის. 2024 წელს განხორციელდა ამერიკული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - American International Accreditation Protocol აღიარება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელშეკრულება გაფორმდა ცენტრსა და Cognia - ს ორგანიზაციას შორის“, - აღნიშნულია განატლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წლის შემაჯამაბელ აქტივოების შესახებ გამოქვეყნებულ ანგრიშში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება