სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეორე სემესტრის საგაკვეთილო განრიგის შევსების ბოლო დღე - რა უნდა გაითვალისწინონ პედაგოგებმა
14-01-2025
-
+


14 იანვარი ზამთრის არდადეგების ბოლო დღეა. ხვალიდან, 15 იანვრიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ახლდება შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყომ საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილება, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შესაბამისად, 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელია Microsoft Teams-ისა და ელექტრონული ჟურნალის მიზნებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ საგნებს, რომლებიც არ ისწავლება 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა მოენიშნოს „გაუქმება“ და არა „წაშლა“.

გაკვეთილის გაუქმების თარიღად კი, მითითებული უნდა იქნეს 2024 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდი, ხოლო ისეთი საგნისა და გაკვეთილის დამატების შემთხვევაში, რომელიც არ ისწავლებოდა 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მაგრამ ისწავლება მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, გაკვეთილის დაწყების თარიღად მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახვის თარიღი. ხოლო ისეთი საგნის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს მეორე სემესტრის შუა რიცხვებიდან (არა სემესტრის დაწყებისთანავე), მათი ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა განხორციელდეს თარიღების სიზუსტით;


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება