სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14-01-2025
-
+


14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქართული დროშა მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მონაცემებით სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 

სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე დროშასაც უწოდებდნენ. სეფე დროშასთან ერთად არსებობდა საეკლესიო და სალაშქრო დროშები. ერთიანი საქართველოს დროშა „გორგასლიან-დავითიანად“ იწოდებოდა, თეთრი ფერზე გამოსახული იყო წმ. გიორგი. ალამი წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, რომელიც ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. საქართველოს სამთავროებად დაშლის შემდეგ გაჩნდა დროშების ნაირსახეობები: ქართლის - მოწითალო-მოშინდისფრო, დასავლეთ საქართველოსი - თეთრი...

1801 წლიდან შეიქმნა საგუბერნიო დროშები.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის თავზე ეროვნული სამფეროვანი დროშა აფრიალდა. ქართული დროშის სიმბოლიკა აღნიშნავდა შინდისფერი ქსოვილით ქართული მიწის ისტორიას, რომელიც დაღვრილი სისხლით გადარჩა, შავი და თეთრი ზოლები - ქვეყნის პოლიტიკური ერთობის სიმბოლო იყო.

1990-2004 წლებში პირველი რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლო იყო. 2004 წელს აღდგენილ იქნა საქართველოს ეროვნული დროშა, ე. წ. „ხუთჯვრიანი დროშა“, რომელიც მალიორკელ კარტოგრაფის, ანჯელინო დულჩერის მიერ 1339 წლით დათარიღებულ რუკაზე თბილისის თავზეა დახატული.

2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად აღინიშნა სახელმწიფო დროშის დღე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება