| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მოირთო.
სკოლაში, ასევე ჩატარდა ღონისძიება „როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე, მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი კუთხის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, აჭარისა და მთიულეთის ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, კერძები, ტკბილეული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.
ისინი სახალისო ვიქტორინაში - „რამდენად ვიცნობთ ჩვენს შვილებს“ მონაწილეობდნენ, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ღონისძიებამ, რომლის ხელმძღვანელი რუსუდან მელიქიძე გახლდათ, საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ