სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი წელი ახალი იმედების დასაბამია“ - დისველის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა
27-12-2024
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ ახლა სკოლაში ამაღლებული საახალწლო განწყობაა, გაიმართა შესაბამისი საზეიმო ღონისძიებაც. რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი მოაწყვეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. 

გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები. ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი გვაწვდის. 

„ახალი წელი ახალი იმედების დასაბამია!

ყოველ ჯერზე, გასულ წელს მადლობას მოვახსენებთ ხოლმე და კარს მიღმა მომავალ სტუმარს ტკბილეულით, პატივისცემით და სიხარულით ვეგებებით. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით აიმაღლეს განწყობა ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

ხშირად გვეკითხებიან, ასეთი პატარა სკოლა როგორ ხდება ყოველთვის ყურადღების ცენტრში. ჩვენი სკოლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი შემდეგია:

ბავშვები, რომელთა ნიჭსაც საზღვარი არ აქვს საკუთარი რესურსებით სასცენო დისციპლინის ორგანიზებას და განვითარებას, დავამატებ - ძალიან ჭკვიანი „დისველელები“ ყოველთვის არიან ყურადღების ცენტრში, რაც მათ უპირატესობაში ვლინდება;

აღსაზრდელები, რომელებიც გამორჩეულნი არიან ზრდილობით, კულტურით, სიტყვა-პასუხით, გონებაგახსნილობით, შრომისმოყვარეობით საკუთარი მშობლების, მასწავლებლების და სოფლის სიყვარულით, დიახ! ესენი გახლავთ დისველელები;

პედაგოგები, ფოკუსირებულნი საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე წინსვლაზე, ზნეობაზე, მოტივაციაზე, თავმოყვარეობაზე, სიყვარულსა და პატრიოტიზმზე. სწორედ ასეთმა უანგარო სულის აღმრდელებმა და მშობლებმა გამოძერწეს ასლან შაინიძის, საქართველოს გმირის სულისკვეთება;

ამირან აბაშიძე - ჩვენი სკოლის სიამაყე და განძი, პიროვნება, რომელიც მონაწილე იყო საგანმანათლებლო საძირკველის გამყარებაში და მტკიცედ ინარჩუნებდა განვითარებისკენ სწრაფვის სურვილს.

სკოლა, რომელმაც 2024 წელს სრული, უნაკლო და საამაყო ავტორიზაცია გაიარა, კიდევ ერთხელ გვასახელა საკუთარი ძლევამოსილებით, რაც ჩვენი პედაგოგების და დირექტორის ბატონი ჯანსული შაინიძის კვალზე გადის. ამიტომ, ჯილდო გადაეცათ იმ პედაგოგებს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სკოლის აღმავლობაში. ესენი არიან:

  • მედეა ჯაფარიძე;
  • ნარგული კახაძე;
  • ედნარი აბულაძე;
  • ჯანსული შაინიძე.

საუკეთესო დირექტორის ჯილდო გადაეცა ბატონ ჯანსულ შაინიძეს, ჩვენი სკოლის დაუღალავ და გამორჩეულ ადამიანს, პიროვნებას, რომელზეც დგას თითოეული ჩვენგანის წარმატება და წინსვლა!

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, მეგობრებო, ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ბედნიერებასა და გაბრწყინებულ საქართველოს!

დიდი მადლობას მოვახსენებთ ამავე სკოლის პედაგოგებს:

  • გულთამზე ხოზრევანიძეს;
  • ირმა ბურდულს;
  • ეთერი ცეცხლაძეს;
  • ნარგული კახაძეს.

განსაკუთრებული მადლობა მედეა ჯაფარიძესა და ნინო დვალიშვილის, თავდაუზოგავი შრომისთვის“,- პატივისცემით, პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სასკოლო ფორმების ფასი ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ბაზრის კვლევა თავიდან ჩატარდება

 

 

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს

მინისტრის მოადგილე სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება