სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ ატარებენ ბავშვები საახალწლო არდადეგებს? - პატარები საკუთარ თავგადასავლებს გვიზიარებენ
06-01-2025
-
+


საახალწლო არდადეგები ბავშვებისთვის ყველაზე საზეიმო, სანატრელი და ბედნიერი დროა. ეს ის პერიოდია, როცა მათ შეუძლიათ წარმოსახვითი სამყაროს გმირებად იქცნენ. წარმოიდგინეთ დილა, როცა პატარები მაღვიძარას გარეშე იღვიძებენ, დიდი დღესასწაულისთვის ემზადებიან, ფანტაზიას თავისუფლებას ანიჭებენ. ზოგი საახალწლო ფილმებს უყურებს და წარმოსახვაში თვითონაც ამ ამბების გმირია, ზოგი არდადეგების დავალებებს ასრულებს და კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს, ზოგი კი სახლის დალაგებაში ოჯახის წევრებს ეხმარებიან – იმედით, რომ კარგი საქციელისთვის თოვლის ბაბუა განსაკუთრებულ საჩუქარს მოუტანთ.

როგორ ატარებენ ბავშვები საახალწლო არდადეგებს? - პატარები თავიანთ თავგადასავლებს გვიზიარებენ 

გიორგი, 10 წლის: „მე ძალიან მიყვარს საახალწლო არდადეგები, რადგან ვახერხებ დიდი დრო გავატარო ჩემს მეგობრებთან. წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი უბნის ბავშვებით ერთად დაგველაგებინა ეზო და სამადლობელი წერილები გაგვეკეთებინა თოვლის ბაბუასთვის!“

ელენე, 7 წლის: „მე საახალწლოდ დედასთან ერთად ნამცხვრებს ვაცხობ. ყველაზე მეტად შაქრის ფხვნილით მორთული ნამცხვრები მომწონს. მერე ჩემს სათამაშოებს „ვპატიჟებ“ საახალწლო წვეულებაზე!“

ბავშვებისთვის საახალწლო არდადეგები ასოცირდება ზამთრის თამაშებთან: თოვლის გუნდების ომი, ციგაობა, და თოვლის ბაბუბის აშენება, განსაკუთრებით ამის ფუფუნება სოფელში მცხოვრებ პატარებს აქვთ. 

ნიკოლოზი, 9 წლის: „მე და ჩემი ძმა საახალწლოდ თოვლის ბაბუებს ვაშენებთ. თითოეულს თავისი სახელი აქვს! ამ წელს დიდი თოვლი მოვიდა და თოვლის ბაბუას სახლი გავაკეთეთ – მეზობლებსაც მოეწონათ!“

მარიტა, 8 წლის: „საჩუქრების გახსნა ყველაზე მაგარი ნაწილია! მაგრამ მანამდე დედასთან ერთად ნაძვის ხეს ვრთავ. ვცდილობ, თვითონ გავაკეთო სათამაშოები“

სანდრო, 9 წლის: „მე საახალწლო არდადეგებზე ბებიასთან სოფელში მივდივარ. ის ზღაპრებს მიყვება, რომლებიც არასდროს მომბეზრდება. ხანდახან მეც ვწერ ჩემ თავგადასავლებს, რომ მეგობრების მოვუყვე“

ანი, 6 წლის: „ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი მაშინ დგება, როცა თოვლის ბაბუას წერილს ვუწერ. წელს ვთხოვე, ბევრი წიგნი მომიტანოს, რომ ახალი ისტორიები წავიკითხო.“

დავით, 12 წლის: „ახალი წელი ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალია. მე და ჩემი მეგობრები სათხილამუროდ მივდივართ. მართალია, ზოგჯერ ვეცემი, მაგრამ მაინც მაგრად ვერთობი!“.

ბავშვების ასეთი ენთუზიაზმი გვახსენებს, რომ ახალი წელი სიხარულის, ფანტაზიის და სიახლეების დროა. მათი მარტივი, მაგრამ გულწრფელი ისტორიები თითოეულ ჩვენგანს შთააგონებს, რომ ბავშვობის მაგია არასდროს დავკარგოთ. ეს დღეები ბავშვების გულებში მუდამ განსაკუთრებულ მოგონებად რჩება. საახალწლო არდადეგებზე მათ სჯერათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და რომ სურვილები ყოველთვის სრულდება, თუ ამას გულით დაიჯერებენ.

და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად? 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება