სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ იცვლებოდა საახალწლო დეკორაცია და ნაძვის ხის მორთულობა წლების განმავლობაში?
02-01-2025
-
+


საახალწლო დეკორაციები წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა საუკუნეებია, რაც ნაძვის ხე ამ ჯადოსნური პერიოდის განუყოფელი ნაწილია. 

ძველი ფოტოების დათვალიერება, სადაც საახალწლო დეკორაცია ჩანს, კარგი საშუალებაა იმის დასადგენად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრე ოჯახები, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს და რა ტრადიცია შეიძლება ჰქონოდათ. გარდა ამისა, ასევე სურათებიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ, რა მასალისგან იყო ნაძვის ხეები თუ მისი სათამაშოები დამზადებული. 

ამერიკის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, 1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ. აღსანიშნავია, რომ სანთლები ბუნებრივი იყო და სწორედ ამიტომ, ხშირად, ნაძვის ხეებს ალი უჩნდებოდა ხოლმე.

იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ხალხმა საკუთარი სახლების გვირგვინებით მორთვა დაიწყო. ეს გვირგვინები მარადმწვანე მცენარეებისგან მზადდებოდა, რომლებზეც ხილი და სხვა დეკორაცია იყო განთავსებული. იმ დროისთვის ნაძვის ხე ყველასთვის ტრადიციული ხე არ იყო. ზოგიერთ ოჯახს მისი ან სათამაშოების შესაძენად საკმარისი ფულიც არ ჰქონდა. ამიტომ ისინი აბრეშუმის ან მსგავსი ნაჭრით დამზადებულ ხელოვნურ ხეს იყენებდნენ.

პირველი ნაძვის ხე, რომელიც ხელოვნურად იყო განათებული თეთრ სახლში, პრეზიდენტ გროვერ კლივლენდის ადმინისტრაციის დროს, 1894 წელს განთავსდა. 

ხე დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის იყო და ის ედვარდ ჰ. ჯონსონმა, თომას ედისონის ერთ-ერთმა თანამოაზრემ  შექმნა. ნაძვის ხე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იდგა, სანამ ელექტრო მოკლე ჩართვის გამო არ დაიწვა (თეთრ სახლს ხანძრის ელექტრული სიგნალიზაცია ამ ინციდენტამდე არ ჰქონია).


შუშის საშობაო ორნამენტები 1920-იან წლებში ჯერ კიდევ „ახალი ხილი“ იყო. ამ დროს, ზოგიერთმა ამერიკულმა ოჯახმა მათი გამოყენება ხეების გასაფორმებლად დაიწყო. ამ დროიდან იწყება ამ ორნამენტების პოპულარულობა.

1940-იან წლებში, განსაკუთრებით ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის შემდეგ, პატრიოტული დეკორაციების წილი გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი უფრო რელიგიური გახდა, რამაც სახლების რელიგიური ნიშნებით მორთვა გამოიწვია. ამ სიმბოლოების გარდა, ბევრმა ამერიკელმა სახლებიდან დროშები გადმოკიდა, რათა გაურკვევლობისა და შიშის დროს, პატრიოტიზმი გამოევლინა.

1950-იან წლებში პლასტმასის პოპულარობის ბუმი იყო და ამ მასალისგან დამზადებული სათამაშოების წილი გაიზარდა. ასევე, ფერადი განათებებიც მეტად გამოიყენებოდა. 

1960-იან წლებში პლასტმასმა ადამიანებს საშუალება მისცა უფრო ფერადი და მრავალფეროვანი დეკორაციები შეექმნათ. მბზინავი, ამრეკლავი მასალა ფიგურებსა და ორნამენტებზე, ასევე ნაძვის ხეზე გამოიყენებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნაძვის ხეებს ჩვულებრივზე მეტი ყურადღება მიეპყრო. ბევრს მიაჩნია, რომ მათი მასშტაბურად მორთვა სწორედ ამ წლებიდან დაიწყო.


1980-იან წლებში გაუმჯობესებულმა ტექნოლოგიამ კიდევ უფრო მეტი ინოვაცია განაპირობა და საახალწლო დეკორაციაც მეტად დაიხვეწა. LED განათება სწორედ 1980-იან წლებში გამოჩნდა. 

უშუალოდ ნაძვის ხის ტენდენციები კი წლიდან-წლამდე მუდმივად იცვლება, პოპულარულია ხან ვარდისფერი, თეთრი, დათოვლილი, ბუნებრივს მიმსგავსებული, უფრო ხელოვნური, სილიკონიანი წიწვებით თუ სხვა, თუმცა, ჟანრის კლასიკა მაინც მწვანე ნაძვის ხეა, რომელიც სხვადასხვა ფერადი ორნამენტითაა მორთული. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება