| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა.
4 დეკემბერს, სკოლაში ქართველი რომანტიკოსი მწერლის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში კონფერენცია მიეძღვნა.
კონფერენციაში მე-11ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა მოდებაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო თემები და ისაუბრეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.
კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ქართველი რომანტიკოსი პოეტის ცხოვრებიდან ბევრი უცნობი დეტალი შეიტყვეს და ცოდნა გაიღრმავეს.
4 დეკემბერი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის დაბადების დღეა. ქართველი პოეტი 1817 წლის 4 დეკემბერს თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას