| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოხენ ციმერმანმა საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ წაიკითხა.
საჯარო ლექცია KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და თანამშრომლებს პროფესორი იოხენ ციმერმანი წარუდგინა. რექტორმა გერმანელ პროფესორს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარესთან სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო, ერთობლივი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა მენეჯმენტის სფეროში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორად გამოყენების საერთაშორისო მეთოდების გაზიარება, რომლებიც ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ზრდას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.
ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც KIU-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა