სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა XIX საუკუნის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს
11-12-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მეტად ორიგინალურად წარიმართა. მე-9 კლასელებმა XIX საუკუნის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს და ქართველ რომანტიკოსთა პოეზია, მათი ყოფა-ცხოვრება საინტერესოდ შეისწავლეს. 

„XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი ლიტერატურული სალონი იყო. საქართველოში სალონებში იკრიბებოდნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი სტუმრები. ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების კითხვა და განხილვა, მზადდებოდა კულტურული ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები.

საგაკვეთილო პროცესი რომ საინტერესო და სახალისო გავხადოთ, შესაძლებელია, საკლასო ოთახმა სხვა სივრცეში გადაინაცვლოს, ამჯერად ჩვენი სივრცე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურული სალონი აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილის თემა იყო - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

ტყიბულის N6 სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - კოტე გოშხეთელიანი) ფიქრობენ, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის საგაკვეთილო პროცესს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება