სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს ინოვატორი, დემოკრატი და შეძლოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა“-დედალაურის სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა
11-12-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს  მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს სთავზობს. მისთვის  მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან თანამშრომლობითი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მთავარი მოტივაცია სწორედ სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეთა ღიმილიანი შეხვედრა და კარგად ჩატარებული გაკვეთილია, რადგან მიაჩნია, რომ განათლებაა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია.

etaloni.ge -ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლებისთვის, სადაც სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ეძლევა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზაცია. სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობას, მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას და დანერგვას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და სიყვარული. მოსწავლისა და მასწავლებლის გულწრფელი ემოციები ხელს უწყობს წარმატებულ სწავლას - სწავლების პროცესში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იყოს ინოვატორი, დემოკრატი, რომ მოსწავლისათვის სასკოლო გარემო გახადოს პოზიტიური და შეძლოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლეები საზოგადოების ღირსეული ადამიანები არიან. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, მაგრამ სკოლის საუკეთესო დესპანები არიან. მართლაც ვამაყობ, რადგან მათ არც ერთხელ არ შევურცხვენივარ ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მათ თანაბარ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, პასუხისმგებლობას, აქტიურობას, თანამშრომლობას, ერთად დგომას უკეთესი სასკოლო გარემოს შესაქმნელად.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები, ჩემი კოლეგები, მათი ღიმილიანი შეხვედრა, კარგად ჩატარებული ყოველი გაკვეთილი, რადგან კარგად მესმის, რომ განათლებაა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე. მზე, ღიმილი და სითბო იღვრება მისი ნაწარმოების ფურცლებიდან, ამიტომ ვურჩერვ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა წაკითხვას ყველა მოსწავლეს. განსაკუთრებთ კი „მარადისობის კანონს“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ბავშვობიდან მიყვარდა და მახარებდა ახალი წლის ღონისძიება. ბავშვობის დროინდელი განწყობილება ყოველწლიურად მიახლდება. ყოველი ახალი წელი ახლის საწყისია, ამიტომ ყოველთვის სიახლის მოლოდინით ვხვდები ახალი წლის ზეიმს ჩემს სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება