სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხელოვნების შთამბეჭდავი გაკვეთილები კიროვაკანის საჯარო სკოლაში
06-12-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უკვე კიროვაკანის სკოლის მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მეტად საინტერესო გაკვეთილები უტარდებათ, რომელთაც პედაგოგი გაიანე მაკარიანი უძღვება. 

გარდა თეორიული ცოდნისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი პრაქტიკულ აქტივობებში. 

მასწავლებელი ცდილობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის წარმოჩენას და მათი შემოქმედებითობის განვითარებას. 

გაიანე მაკარიანი ეხმარება მოსწავლეებს, საკუთარი ინტერესები, ფიქრები, მიზნები თუ  ოცნებები გადაიტანონ ფურცელზე და ფერებით გაამრავალფეროვნონ თითოეული ნამუშევარი. 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ხატავენ, ხაზავენ, ძერწავენ, ამზადებენ სხვადასხვა შინაარსის ფიგურებს და აწყობენ შიდასასკოლო გამოფენებს.

„თითოეული მოსწავლე გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, მათ ნიჭს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი ხელშეწყობა, რათა განვითარდნენ და იპოვონ საკუთარი გზა შემოქმედებით ჭრილში თუ სხვა მიმართულებით. სწორედ სკოლა არის ადგილი, საიდანაც ეყრება საფუძველი ბავშვის უნარების გამოვლენას და დახვეწას. ჩვენც ვცდილობთ გავუხსნათ გზა აღნიშნულის მხრივ და შევიტანოთ წვლილი მომავალი თაობების მომავლის ჩამოყალიბებაში“,- ამბობს საგნის მასწავლებელი გაიანე მაკარიანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება