| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პედაგოგ ნანა რაზმაძის და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი ღონისძიება.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, სვანეთი, სამეგრელო, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თითოეული კუთხის თავისებურებებზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებზე.
ბავშვებმა ხოტბა შეასხეს საქართველოს მშვენიერებასა და მრავალფეროვნებას და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„მიყვარხართ, ჩემო პატარებო, თქვენი საქართველო აქ არის!“ - აღნიშნავს პედაგოგი ნანა რაზმაძე და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას