სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი სანახაობით „გააცილეს“
02-12-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც ცოდნასთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ღონისძიების სამზადისში დიდი თუ პატარა- ყველა ენთუზიაზმით იყო ჩართული. 

მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია წელიწადის ეს ულამაზესი დრო საქართველოში. 

„ეს დღე ზღვა ემოციებით სავსე იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ერთად გავაკეთეთ ხინკალი, თათარა და ამოვავლეთ ჩურჩხელები. მოვაწყეთ საშემოდგომო გამოფენა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გავცვალეთ დადებითი ემოციები და გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას, ვინც ღონისძიებაში იყო ჩართული. 

„მადლობა გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზ გობაძეს გვერდში დგომისთვის და ამ დღის გალამაზებისთვის. ასევე, მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს ძალისხმევისა და ჩართულობისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება