| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების საფეხურზე ჩვენი მიზანია გვქონდეს ძლიერი, ინკლუზიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პოზიტიურ სასწავლო გარემოს, - განაცხადა განათლების მინისტრმა, ალქესანდრე წულაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე დააანონსა 3 მთავარი სიახლე, რომელიც მომავალი წლიდან ზოგადი განათლების საფეხურს შეეხება.
„გვაქვს სამი მთავარი სიახლე: XI-XII კლასებში მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამებისა და არჩევითი საგნების არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ; დავნერგავთ ე. წ. სტრიმებს, გვექნება ჰუმანიტარული, მათემატიკური, პროფესიული სტრიმები და მოსწავლეებს, საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეცემათ საშუალება, გაძლიერებულად შეისწავლონ საგნები.
გარდა ამისა, მათემატიკური სკოლების მაგალითსა და კურიკულუმებზე დაყრდნობით, იგეგმება მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება - რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნეში თავის დამკვიდრება ყველა ახალგაზრდისთვის დიდი გამოწვევა. მე-7-8 კლასებში კი ვგეგმავთ შევიტანოთ STEAM საგნების სწავლება, მოხდება STAEM კლუბების ინტეგრირება სკოლებში“, - განაცხადა წულაძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას