| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი წლის დღესასწაულს ყველა - დიდი თუ პატარა მოუთმენლად, დიდი ენთუზიაზმით ელის. წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. დირექცია და პედაგოგები თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყოს და ბავშვებს განწყობა აუმაღლონ. პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად გეგმავენ საახალწლო ღონისძიებებს, აქტივობებს, რთავენ ნაძვის ხეს და ქმნიან ლამაზ, ფერად დეკორაციებსა და ხელნაკეთ ნივთებს. მათ ერთი საერთო მიზანი აქვთ - ახალი სასწავლო წელი იმედებით, ამაღლებული განწყობითა და განახლებული ენერგიით დაიწყონ, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.
საინტერესოა, რა ხდება საჯარო სკოლებში, დაიწყეს თუ არა უკვე ახალი წლისთვის მზადება და რა სახის ღონისძიებებს გეგმავენ - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან დირექტორებმა ისაუბრეს.
ნინო ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენთან უკვე საახალწლო სამზადისია. ბავშვებმა დაიწყეს თავიანთი საკლასო ოთახების ლამაზად და ფერადად მორთვა. ცენტრალურ ფოიეში მალე ვაპირებთ დიდი ნაძვის ხის დადგმას. სხვადასხვა კლასში ვგეგმავთ ღონისძიებებს, რომლებიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი, მუსიკალური ნომრებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები თავად გამოთქვამენ სურვილს და გვაწვდიან იდეებს იმის შესახებ თუ რა სახის აქტივობები შეიძლება განვახორციელოთ. ბავშვები ძირითადად თავიანთი ფანტაზიით ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, ნაძვის ხეებს. შარშან ბავშვების გაკეთებული ფიფქებისგან მოვრთეთ საკლასო ოთახები და მთელი ფოიე. ნაძვის ხე და თოვლის ბაბუაც თავად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან.
ნაირა მარტიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლაში უკვე დავიწყეთ ახალი წლისთვის მზადება. საფეხურების მიხედვით ვგეგმავთ ღონისძიებებს. ბავშვებს ვურიგებთ თემატურ ლექსებს. ვამზადებთ სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს - ცეკვებს, სიმღერებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინონ. თუ არ ვცდები სპექტაკლის - „სათაგური“ დადგმას აპირებენ. წინასაახალწლო კვირეული გვაქვს ასევე, რომლის ფარგლებში, სკოლაში ვდგამთ ნაძვის ხეს. მის მორთვაში, რა თქმა უნდა, მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ, ეს მათ განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს.
მანანა ხმალაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. წელს ვირუსებმა შემოგვიტია და სამწუხაროდ, ცოტა ხელი შეგვეშალა, მაგრამ მაინც ვაპირებთ პატარა ღონისძიების გაკეთებას. ამ კვირაში უკვე გადავეცით ბავშვებს საახალწლო ლექსები. შარშან ახალციხიდან მოვიწვიეთ ანიმატორები - გრინჩი, ფერიები, რომლებმაც ბავშვები გაახალისეს. წელსაც ამავეს ითხოვენ ბავშვები. სწორედ ამიტომ, წელსაც გვაქვს სურვილი, გავახაროთ ბავშვები. ლექსებსა და სიმღერებთან ერთად, ღონისძიებას ანიმატორები გაამრავალფეროვნებენ. ნაძვის ხის დადგმას კი დეკემბრის დასაწყისში ვაპირებთ. მას ბავშვებთან ერთად მოვრთავთ და მოვკაზმავთ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა