სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია“ -დავით ბოლქვაძე, ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგი
26-11-2024
-
+

დავით ბოლქვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მოტივაციის მთვარი წყარო მოსწავლეები არიან, ის ენერგიას არ იშურებს, რომ თითოეული მათგანი კარგ და ღირსეულ ადამიანად აღზარდოს, რომლებიც ქვეყნის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ - თავადაც, დიადი მიზნებითა და შემართებით, განათლების სადარაჯოზე დგას და ერთგულად ემსახურება პროფესიას. 

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- როცა მთავარია არა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა, არამედ კითხვებზე პასუხების ძიების პროცესი. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ღია კომუნიკაცია, როცა თავისუფალ, ნდობით აღჭურვილ ატმოსფეროში მიმდინარეობს როგორც აკადემიური, ასევე სოციალურ-ემოციური პროცესი. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მჯერა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული, კარგი ადამიანები იქნებიან, თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში და მზად იქნებიან დახმარებისთვის. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- როცა საერთო საქმეში ყველას სურს წვლილის შეტანა.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემმა მოსწავლეებმა ყოველი გაკვეთილიდან წაიღონ ცოდნა და მიღწეული შედეგით გამოწვეული დადებითი ემოცია.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ინტელექტუალური თამაშები. 

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება