| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

23 ნოემბერს საქართველოში გიორგობის დღესასწაული აღინიშნება და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული.
გამომდინარე იქიდან, რომ 23 ნოემბერი, წელს შაბათს ემთხვევა და საჯარო სკოლები, ასევე ბაღები ისედაც ისვენებენ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს დამატებითი დასვენების დღე არ გამოსდით.
გამონაკლისია ის სკოლები, რომლებმაც სასწავლო წელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გვიან დაიწყეს და გაცდენილ დროს შაბათს სწავლის ხარჯზე ანაზღაურებენ.
როგორც წესი, გაცდენილი დღეების ანაზღაურება, სკოლებში სწორედ შაბათ დღეს ხდება. აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურდება. თუმცა 23 ნოემბერი მთავრობის დადგენილებით, უქმეა და შესაბამისად დასვენება ეხება ყველა საჯარო სკოლასა და ბაღს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა