| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო. საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი საბაზო საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფიის ცოდნა გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ილიას შემოქმედების კალიგრაფიული ნიმუშები და პოსტერები წარადგინეს. მათ ლექსები წაიკითხეს და ინტელექტუალურ კითხვებს უპასუხეს.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კი, მწერლის ხსოვნას ლიტერატურული საღამო - „ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო!" მიუძღვნეს. მათ რეფერატები, ესეები მოამზადეს და შესწავლილი ნაწარმოებებიდან და პუბლიცისტური წერილებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
მოსწავლეეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ლალი ბურძენიძისა და ირმა კრაველიძის ორგანიზებით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ