სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელს მოსწავლეებთან? - დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ
15-11-2024
-
+


მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი განხილვადი და აქტუალური საკითხია. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს პედაგოგს აღსაზრდელთან - მკაცრი თუ მეგობრული? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პედაგოგი მოსწავლეებთან გარკვეულწილად მკაცრი უნდა იყოს, თუმცა მათთან შიშის დანერგვა აუცილებელი არაა, ნაწილი კი ფიქრობს - მოსწავლე-მასწავლებელს შორის მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ზღვარის დადგენა. 

საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები, თავად როგორი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან და რა მიდგომებს იყენებენ?

ზვიად ველიაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად ვფიქრობ, რომ მასწავლებელი თანაბრად უნდა იყოს მეგობრული და მკაცრი. თუმცა, ეს სიმკაცრე ისე კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ ბავშვს აუცილებლად მისი ეშინოდეს. იმისთვის, რომ მათ ურთიერთობაში ზღვარი არ გადაიკვეთოს, აუცილებელია მოსწავლე-მასწავლებელმა წესები ერთობლივად ჩამოაყალიბონ. საერთო შეთანხმებით ყველასთვის მისაღებია ამ წესის აღსრულება, რადგან მის შემუშავებაში ბავშვებმა თავად მიიღეს მონაწილეობა. ასეთ დროს მოსწავლე დადგენილ წესებს პატივს სცემს. ანუ, ის არ გრძნობს, რომ წესი ვინმემ დაუწესა, მას მიაჩნია, რომ ის თავად შეიმუშავა.

მიხეილ უშვერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგები მოსწავლეების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილები უნდა იყვნენ. მათ ბავშვებს მოტივაცია უნდა მისცენ და დაანახონ, რომ გვერდით უდგანან. მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს და მოსწავლეს კარგ შედეგებზე გასვლაში დაეხმაროს. სიმკაცრე საბჭოური პერიოდს უკავშირდება და ჩემთვის არასდროს იყო მისაღები. მე პირადად, ჩემს მოსწავლეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათი ინტერესები გავითვალისწინო. ხოლო, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ზღვარი არ გადაკვეთონ ურთიერთობაში, აუცილებელია მათი უფლება-მოვალეობები იცოდნენ.

ნათელა ბოჭორიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე მივესალმები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. ჩემთვის მეგობრობის გარეშე წარმოუდგენელია მათთან კომუნიკაცია. სიმკაცრეს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ბავშვმა უბრალოდ უნდა იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები და რა თქმა უნდა, მასწავლებელმაც ყოველთვის იცის მოვალეობები. როდესაც ორივე მხარეს ეს ყოველივე კარგად აქვს გაცნობიერებული, ასეთ დროს სიმკაცრის გამოჩენა საჭიროც არაა. თუმცა, ზოგადად მიმაჩნია, რომ ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა არასდროსაა კარგი.

ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. თითოეულ მათგანშია რაღაც ნიჭი, რომელიც მასწავლებელმა უნდა აღმოაჩინოს და განავითაროს. თუ ჩვენ ორიენტირებული ვიქნები იმაზე, რომ მკაცრები ვიყოთ, მოსწავლეს სულ ერთ ადგილზე ყოფნას მოვთხოვთ და თავისუფლებას შევუზღუდავთ, ასეთ დროს ვერც სწავლის ხარისხზე ვისაუბრებთ და ვერც შედეგებზე გავალთ. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი მისი მეგობარია, მხარდამჭერი და გვერდით უდგას. პირველ რიგში, სწორედ ესაა აუცილებელი, შემდეგ უკვე თავად ბავშვს უჩნდება გაკვეთილზე ყოფნის სურვილი და შესაძლებლობების ფარგლებში სწავლობს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ერთი მიმართულებით ვერ განვითარდება. ზოგი უფრო ტექნიკური საგნებისკენაა მიდრეკილი, ზოგი ჰუმანიტარულისკენ. მე როგორც მასწავლებელი ყოველთვის ასე ვუდგები კლასში მოსწავლეებთან ურთიერთობას.

ეკა ღოღობერიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლე-მასწავლებელს შორის აუცილებლად მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს. ასე ბავშვი უფრო მეტად გაიხსნება და ნდობა გაუჩნდება პედაგოგის მიმართ. შესაბამისად, მეც ზუსტად ასეთი ურთიერთობა მაქვს მათთან. თუმცა, ზომიერება აუცილებელია ყველა ურთიერთობაში. ეს რა, თქმა უნდა, რთულია, მაგრამ შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება