სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა თუ ტელეფონის ნომერს შეიცვლის?
12-11-2024
-
+


მასწავლებელი თუ ნომერს შეიცვლის, ის „თიმსში“ და ელექტრონულ ჟურნალში ვეღარ შევა იქამდე, სანამ ძველ ნომერს ახლით არ ჩაანაცვლებს.

იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი იმ ნომერს შეცვლის, რომლითაც ელექტრონულ სისტემაშია დარეგისტრირებული, მან სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს თხოვნით, რომ „ისქულის“ ბაზაში ძველი ნომერი ახლით ჩანაცვლდეს. „ისქულში“ შეტანილი ცვლილებები 24 საათში აისახება და პედაგოგი ელექტრონული სისტემით ისევე ისარგებლებს, როგორც ნომრის შეცვლამდე სარგებლობდა.

თუ ელექტრონულ სისტემაში შესვლის პაროლი დაგავიწყდათ და მის აღდგენას ვებ-გვერდზე paroli.ge ცდილობთ, პაროლის აღსადგენად სწორედ ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ. თქვენი ახალი ნომერი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ისქულში“ სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიტანოს. ნომრის შეცვლასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ელექტრონულ ფოსტაზე support@emis.ge უნდა მიმართოთ.

გარდა ელექტრონულ სისტემაში ძველი ნომრის ახლით ჩანაცვლებისა, მასწავლებელი, თუ კლასის დამრიგებელიცაა, ნომრის შეცვლისას ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლებს ახალი ნომერი ჩააწერინოს, რათა მშობლებმა, საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგთან კონტაქტი დროულად შეძლონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება