სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება“ - წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანი 
08-11-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანი სკოლაში ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის. ის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ურთიერთგაგებასა და ეფექტურ კომუნიკაციას. დირექტორისთვის საამაყოა ის შედეგები, რომლებსაც მოსწავლეები პედაგოგთა დამსახურებით დებენ და ამას ყოველთვის აღნიშნავს კიდეც.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თბილ ურთიერთობას სასკოლო საზოგადოებაში, რომელიც სკოლას  გადააქცევს სასიამოვნო ადგილად მოსწავლეებისთვის.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ვხედავ მასწავლებლების შრომის შედეგებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთობლიობას, თანამშრომლობასა და ეფექტურ კომუნიკაციას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- წვლილის შეტანა როგორც მოსწავლის განვითარებაში, ასევე მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ, არის...

- მკრტიჩ ასლანიანის „საშემოდგომო ჭექა-ქუხილი “ და ერიხ ფრიმის „სიყვარულის ხელოვნება“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...     

- არის საახალწლო ზეიმი „კარნავალი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პირველკლასელებმა - ანანო ფირცხელანმა და კატო გირგვლიანმა დედაენის შემქმნელის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება