სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს სწავლების მაღალ ხარისხს“ - გუმათის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა კაკუშაძე 
07-11-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა კაკუშაძე მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. ის მათ მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობა. 

etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი მანანა კაკუშაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სწავლის პროცესის მაღალ ხარისხს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სანდოობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან ძალიან მეგობრულები და პოზიტიურები, როგორც მასწავლებლების, ისე ერთმანეთის მიმართ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობით და პოზიტიურ დამოკიდებულებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების სიყვარული, რათა ყოველი გაკვეთილი იყოს ინოვაციური და საინტერესო მათთვის.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის იაკობ გოგებაშვილის საყმაწვილო მოთხრობები. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- არის ახალი წლის ღონისძიება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება