სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური პაექრობა გაიმართა
04-11-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

გასულ კვირაში, სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მე-3-მე-5; მე-6 -მე-8 და მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო გამარჯვებისთვის, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა. 

გამარჯვებულ გუნდებს III-IV-V კლასებიდან ,,გამბედავები”; VI-VII-VIII კლასებიდან „შევარდენი“ და მე-9 - მე-12 კლასებიდან „გავაზი“ გადაეცათ წამახალისებელი დიპლომები.

სკოლის სამივე საფეხურის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სკოლათაშორისო ჩემპიონატში. 

სკოლაში, დირექტორ მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდეგ ეტაპზე გამარჯვებას უსურვებენ. 

„ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით თითოეულ მოსწავლეს გისურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება