სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოქროსფერი შემოდგომა“ - შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება საპრასიის საჯარო სკოლაში
31-10-2024
-
+


შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია.

შემოდგომის სილამაზე და სურნელი სხვანაირად დატრიალდა შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში.

საოცარია ამ დროს ბუნება, ფერთა შეხამება.
ლამაზი შემოდგომა
ფერადი ფოთოლცვენით
სიცოცხლეს გვიფერადებს
თვალწარმტაცი ოქროსფერით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა სკოლაში, შემოქმედებითი გარემო შექმნეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ხალხური ცეკვები. ბავშვები ერთმანეთს გაეჯიბრნენ გამოცანების გამოცნობაში, ამოიცნეს სხვადასხვა მცენარის ფოთლები და ბოლოს დახატეს „შემოდგომის ხე“.

ღონისძიების ორგანიზატორი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლეილა შარაშენიძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება