სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„კარგ მასწავლებელს ყველა მოსწავლის პატივისცემა უნდა შეეძლოს“- მოსწავლეები საუბრობენ, როგორი წარმოუდგენიათ იდეალური მასწავლებელი
02-11-2024
-
+


მოსწავლეები სკოლაში არამარტო კონკრეტულ საგნებს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც სწავლობენ. მათთვის მისაბაძი მაგალითები, პირველ რიგში, მასწავლებლები არიან. 

ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ მათი ცხოვრება პედაგოგმა შეცვალა და ამის გამო მათი გულში ადგილი სამუდამოდ დაიკავეს. ზოგადად, ძნელია ისაუბრო რაიმეზე, რაც იდეალურია, რადგან, როგორც ხშირად ამბობენ, იდეალური არც არაფერია. 

თუმცა, მოზარდების შეხედულებები და აზრები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ისინი მომავალი არიან. ჩვენ მოსწავლეებს ვკითხეთ - როგორია იდეალური მასწავლებელი და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას. ამ შეკითხვაზე კი, საინტერესო და დამაფიქრებელი პასუხები მივიღეთ. 

მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ისტორიის მასწავლებელია და ალბათ, იდეალურ პედაგოგსაც მასში ხედავს. 

„პირველ რიგში, იმას ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, იდეალური არავინაა და ალბათ, ვერც მასწავლებელი იქნება. მე მყავს მასწავლებლები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის მისაბაძები არიან. მაგალითად, ასეთია ისტორიის პედაგოგი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება. იდეალური მასწავლებელი მეგობრული, თბილი, ყურადღებიანი უნდა იყოს და მოსწავლეების კარგად ესმოდეს“,- ამბობს ლუკა. 

მისგან განსხვავებით, მე-11 კლასის მოსწავლე სალომემ ყურადღება რიგ პრობლემებზეც გაამახვილა და ისიც გვითხრა, მისი აზრით, მასწავლებელი როგორი არ უნდა იყოს.

„მოსწავლეებს გვევალება, რომ მასწავლებლებს პატივი ვცეთ. ვფიქრობ, ისინიც ასე უნდა მოიქცნენ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთისგან აგდებული დამოკიდებულება იგრძნობა ხოლმე. თითქოს, ისეთი მოსწავლეები, რომლებიც თავიანთ საგანს კარგად არ სწავლობენ, ყურადღების ღირსი არ არიან. ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე მასწავლებლებმაც უნდა იმუშაონ. სწორედ ამიტომ, იდეალურობის რა გითხრათ, მაგრამ კარგ მასწავლებელს ყველა მოსწავლის პატივისცემა უნდა შეეძლოს“,- გვითხრა სალომემ. 

თაკო კი, მე-8 კლასის მოსწავლეა. ის თავისი კლასის დამრიგებელზე ისეთი აღფრთოვანებით საუბრობს, ნამდვილად იფიქრებთ, ეს ადამიანი მოწოდებით პედაგოგი შეიძლება იყოს. თაკოსთვის იდეალური მასწავლებელი თავისი დამრიგებელია. 

„ჩემი მასწავლებლები ძალიან საყვარლები არიან. განსაკუთრებით, დამრიგებელი მიყვარს, რადგან თუ რამე მომხდარა, ის ყოველთვის ჩვენს აზრს კითხულობს და იქამდე გადაწყვეტილებას არ იღებს. ყოველთვის სამართლიანად გვექცევა, გვეკითხება - რა გვინდა და რის შეცვლას ვისურვებდით. გაკვეთილების ბოლოს, სახლში წასვლამდე, გვაკითხავს და ინტერესდება, დღემ როგორ ჩაიარა. ალბათ, ეს მასწავლებელი იდეალურია, რადგან ვფიქრობ, რომ ვუყვარვართ“,- დასძინა თაკომ. 

ჩანს, რომ მოსწავლეებს იდეალური მასწავლებლის საკუთარი მოდელი აქვთ. მიუხედავად მცირე განსხვავებებისა, მათ ნააზრევში ბევრ საერთოს იპოვოთ. მათ უნდათ, რომ მასწავლებლები მეგობრულები იყვნენ, მათი აზრი გაითვალისწინონ, მოუსმინონ და პატივი სცენ. რა თქმა უნდა, მოსწავლეებს სკოლაში ასეთი პედაგოგები ჰყავთ და მათ ძალიან აფასებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება