სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ აღინიშნება ჰელოუინი და საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაული?
30-10-2024
-
+


ჰელოუინი - დღესასწაული, რომლის სიმბოლოც თვალებ და პირამოჭრილი გოგრებია, ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. მისი განუყოფელი ნაწილი სხვადასხვა კოსტუმში გამოწყობილი ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად საშიში პერსონაჟების ფორმას ირჩევენ.

ჰელოუინი ათას წელზე მეტია, რაც არსებობს. თავდაპირველად, რელიგიური რიტუალი იყო, თუმცა, წლების განმავლობაში, ეს დატვირთვა დაკარგა და ახლა უფრო გასართობი სახე აქვს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება. 

საინტერესოა, თუ საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს. სავარაუდოა, რომ მისი წინამორბედი უძველესი კელტური ფესტივალია, რომელიც ყოველი წლის 1-ელ ნოემბერს იმართებოდა. ითვლებოდა, რომ იმ დღეს მიცვალებულთა სულები სახლებში ბრუნდებოდნენ. სწორედ ამიტომ, სულების მოსაშორებლად, ხალხი სხვადასხვა ფორმას იცვამდა და კოცონს ანთებდა. ამგგვარად, ჯადოქრები, მოჩვენებები, გობლინები და სხვა საშიში არსებები ჰელოუინის სიმბოლოდ იქცა. 

ივარაუდება, რომ დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა მიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში კი, ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი, ძირითადად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა დასახლებებში აღინიშნება. აქვე აღსანიშნავია, რომ, გლობალიზაციის ფონზე, ამ დღესასწაულს სხვა ქვეყნებიც უერთდებიან. მათ შორის, საქართველოც არის. 

ისტორიის ლაბირინთებს კიდევ უფრო ჩავუყვეთ, VII საუკუნეში პაპმა ბონიფაციუს IV-მ ყველა წმინდანის დღე ჩამოაყალიბა, რომელიც, თავდაპირველად, 13 მაისს აღინიშნებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ, პაპმა გრიგოლ III-მ დღესასწაული 1-ელ ნოემბერს გადაიტანა. წმინდანთა დღესასწაულის წინა დღე კი, ცნობილი გახდა, როგორც Hallows Eve ან ჰელოუინი.

მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის კელტურ რეგიონებში წარმოიშვა, ის მსოფლიოს სხვა ნაწილებში სწრაფად გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ამერიკელ კოლონისტებს ახალ ინგლისში მისი აღნიშვნა რელიგიური მიზეზების გამო აეკრძალათ. ამასთან, ჰელოუინი გარკვეული პოპულარობით სამხრეთ კოლონიებში სარგებლობდა. გარდა ამისა, შემოდგომის ფესტივალებიც იმართებოდა. რის ელემენტებსაც დღეს ჰელოუინიც შეიცავს. 

ჰელოუინის დროს, დამკვიდრდა ჩვეულება, როდესაც ბავშვები სხვადასხვა ფორმას იცვამენ და მეზობლებს ტკბილეულს ან ხილს სთხოვენ. სწორედ ამიტომაც, აშშ-ში ჰელოუინის პერიოდი ის დროა, როდესაც ძალიან ბევრი ტკბილეული იყიდება - დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება