სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სასწავლო წელის რომელი პერიოდია მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული?
03-11-2024
-
+


მასწავლებლის საქმიანობა შრომატევადი და გამოწვევებით სავსეა. პედაგოგმა სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფეხი უნდა აუწყოს და თანაც, მოსწავლეებთან უწყვეტი კავშირი შეინარჩუნოს. 

მათთვის სასწავლო წლის ყველა ეტაპი, ფაქტობრივად, ერთნაირად დატვირთულია, თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობენ პედაგოგები - რომელია მათთვის წელიწადის ყველაზე რთული დრო. 

ჩატარდა მასწავლებლების გამოკითხვა, რომელშიც პედაგოგების უმეტესმა ნაწილმა ყველაზე რთულ სეზონად გაზაფხული დაასახელა. მეორე ადგილზე ზამთარი გავიდა, შემდეგ შემოდგომა, ხოლო ბოლოზე ზაფხული.  

გაზაფხული, ტრადიციულად, ზრდისა და განვითარების დროა. ამ პერიოდში ბუნებაც იღვიძებს და ყველგან განახლება იგრძნობა, მათ შორის, სკოლებშიც.

მთელი ზამთრის განმავლობაში, საკლასო ოთახებში მყოფ მოსწავლეებს, გაზაფხულზე გარეთ გასვლა და საინტერესო აქტივობებში ჩართვა სურთ. სწორედ ამიტომ, ბავშვებიც, როგორც დანარჩენი სამყარო, გაზაფხულის დადგომასა და ბუნების გაღვიძებას მოუთმენლად ელიან. აქედან გამომდინარე კი, რთული მისახვედრი არ არის, გაზაფხული მასწავლებლებისთვის მეტად დატვირთული პერიოდი რატომ არის. 

აქვე აღსანიშნავია, ის, რომ როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, გაზაფხულზე სწავლების ნაკლი ის არის, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებასა და არდადეგებს ისე ელიან, რომ ზოგჯერ გაკვეთილებზე ყურადღება ეფანტებათ და ფიქრებით სულ სხვაგან არიან. ამიტომაც, სასწავლო საკითხებზე მათი კონცენტრირება ძალიან რთული ხდება. 

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ზამთარი გავიდა. როგორც მასწავლებლებმა თქვეს, მათ ეს პერიოდი თავისებურ სირთულეებს უქმნის. დეკემბერში მოსწავლეები ახალ წელსა და დასვენებას ელიან, რაც მათ სამუშაოს კიდევ უფრო ართულებს. ბავშვებს კონცენტრაციის პრობლემები ექმნებათ. გარდა ამისა, უამინდობის გამო ფიზიკური აქტივობი თითქოს მეორე პლანზე ინაცვლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკლასო ოთახი ისეთი მოსწავლეებითაა სავსე, რომლებმაც არ იციან, ენერგია სად დახარჯონ. ყოველივე ეს კი, მასწავლებლებისთვის დატვირთულ სამუშაოს ქმნის. 

შემოდგომა სასკოლო საზოგადოებისთვის განახლების დროა. ამ დროს, მოსწავლეები სკოლაში ახალი მიზნებითა და გეგმებით მიდიან. მათ უნდათ, რომ ყველა დასახულ მიზანს მიაღწიონ. თანაც, ზაფხულის არდადეგების მერე განტვირთულები არიან, სკოლაში ძალიან კარგად იქცევიან. შესაბამისად, ეს პერიოდი „ვარდისფერი სათვალის“ ხანაა. 

და ბოლოს, ზაფხული. ეს დრო მასწავლებლებმა ნაკლებსტრესულად დაასახელეს. ეს ალბათ, გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მათთვის შვებულებების პერიოდია და სასკოლო საკითხებით დატვირთულები ნაკლებად არიან. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება