| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს მედიაწიგნიერების კლუბი, რომლის მიზანია ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების მხარდაჭერა მედიაწიგნიერების უნარების გასაუმჯობესებლად.
კლუბში ჩართული არიან როგორც ქართული, ისე ჟესტური ენის მასწავლებლები. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება ჟესტური ენა და ვიზუალური ინფორმაციაა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვნად ართულებს ინფორმაციის სწორად აღქმის, გადამოწმებისა და კრიტიკული ანალიზის პროცესს. ამ გამოწვევების საპასუხოდ, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რთული თემებისა და კონცეფციების სწავლება მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვიზუალური სასწავლო რესურსების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და სიმულაციების გამოყენებას, რადგან ისინი რეალურ სიტუაციებს ასახავენ.
საკლუბო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებზე:
როგორ ამოიცნონ პოლიტიკური მესიჯები და როგორ გამოიყენონ კრიტიკული აზროვნება, რათა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები;
რა ნიშნებით შეიძლება ამოიცნონ დეზინფორმაცია და როგორ დაიცვან თავი ცრუ ინფორმაციით მანიპულირებისაგან; მათ ერთობლივად შექმნეს ვიდეორგოლი, რომელშიც აღწერეს დეზინფორმაციის ძირითადი მახასიათებლები;
ისწავლეს, როგორ განასხვავონ ობიექტური ფაქტები სუბიექტური მოსაზრებებისგან;
საკვლევი კითხვების გამოყენებით გაანალიზეს სხვადასხვა ტიპის მედიატექსტი და ა.შ.
„მედიაწიგნიერება მართლაც მნიშვნელოვანი კომპეტენციაა თანამედროვე სამყაროში. ის არა მხოლოდ ინფორმაციების მოძიებასა და სანდოობას განსაზღვრავს, არამედ ეხმარება ადამიანებს კრიტიკულად გააანალიზონ ინფორმაცია და დაიცვან თავი მანიპულაციებისაგან“,- დასძენენ სკოლაში და კლუბის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას