სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2024-2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები
24-10-2024
-
+


2024-2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით 24 ოქტომბრის 11:00 საათიდან 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.


ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.  

რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.

ოლიმპიადაში მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის  18:00 საათამდე. 

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

2024-2025 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, უცხოურ ენასა და ინფორმატიკაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება