სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ მარათონში საპრიზო ადგილები დაიკავეს
15-10-2024
-
+


ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამის დასტური ისიცაა, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, თემატურ აქტივობებში ერთვებიან. ახლახან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მარათონი ჩატარდა. კერძოდ, შეჯიბრებები სირბილში, გირების აწევასა და მკლავჭიდში გაიმართა.

მარათონში ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს. 

  • მარათონში გულნარა ართმელაძემ 1-ელი ადგილი დაიკავა;
  • მარათონში თორნიკე კახაძემ მე-2 ადგილი დაიმსახურა;
  • მკლავჭიდში ინეზა ართმელაძე პირველადგილოსანი გახდა;
  • გირების აწევაში ლაშა კახაძემ მე-3 ადგილი მოიპოვა. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება