| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოტივირებული, ნიჭიერი მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვბიან.
ამჯერად, ისინი საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და მუნიციპალური პირველი ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი კი ზუგდიდში ჩატარდა, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშიც წარმატებით მონაწილეობდნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებები ჩვენს პატარებს მომავალში!
მადლობა ელგუჯა გაბრიჭიძეს, მოსწავლეების მოტივირებისთვის. თანადგომისთვის ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ლევან კიკვიძეს, რომელიც მომავალი თაობის გვერდში დგომისთვის ყოველთვის მზად არის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას