| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N169 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა მოტივაციაც მაღალია და სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში კონკურსის - SOS PLASTIC შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა.
აღნიშნულ კონკურსში სკოლის ეკოკლუბის 15 მოსწავლით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც ინოვაციური აქტივობების განხორციელების გზით, გამარჯვების მოპოვება შეძლეს. სკოლას, საჩუქრის სახით, 2300-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი SOS PLASTIC განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების წახალისება, გამოეკვლიათ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევი და ერთჯერადი პლასტმასის ნივთების მოხმარება თავიდან აერიდებინათ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას