სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგაზეულის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო
02-10-2024
-
+


შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.

სკოლაში, 16 სექტემბერს, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი მეასედ დაირეკა. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწავლის დაწყება ყველაზე მეტად სწორედ მათ უხაროდათ. პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი და მასწავლებლები მიესალმენ მოსწავლეებს, მშობლებს და მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, წარმატებები უსურვეს მათ.

„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ულევ წარმატებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“, - აღინიშნა სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება