სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლონელი სტუმრებისთვის საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
01-10-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, IX-XI კლასის მოსწავლეებმა, გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვანი ლიცეუმის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე გამართეს. 

მათ შემდეგ თემებზე ისაუბრეს:

  • „მძიმე მეტალების დაგროვება მცენარეში“ - მომხსენებლები: ნიკა ტორაძე, მათე ბეროძე, მიხეილ შავგულიძე, ლაშა უგრეხელიძე (Xა კლასი). ხელმძღვანელი - მარინე კუჭუხიძე;
  • „ოქროს წარმოება საქართველოში“ - მომხსენებლები: აკაკი წიტაიშვილი და ანდრია კოსტავა (IXბ კლასი). ხელმძღვანელი - დალი კობახიძე;
  • „მეტალურგია საქართველოში და ფერადი ლითონები“ - მომხსენებელი - ბექა ბაბუნაშვილი (Xბ კლასი). ხელმძღვანელი - ნინო ქორიძე;
  • „მანგანუმის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“- მომხსენებელი - თამთა ხელაძე (XIდ კლასი). ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
  • „დარიშხანი და მისი საბადოები საქართველოში“ მომხსენებელი XIა კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
  • „პესტიციდების გავლენა გარემოზე“ - მომხსენებელი ანტონ ზივზივაძე (XIა კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე;
  • „გლობალური დათბობის საფრთხეები“ - მომხსენებელი: ანდრია კაკუშაძე (XIა კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომელთა მსვლელობაშიც პოლონელი მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.

პრეზენტაცებმა როგორც ქართველი, ისე პოლონელი სტუმრების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება