სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილება მასწავლებელთა გამოცდაზე - ტესტირებისას ხმასაც ჩაიწერენ
30-09-2024
-
+


„საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის №86/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტი 27 სექტემბრით თარიღდება და მას ხელს გიორგი ამილახვარი აწერს.

ცვლილების თანახმად, მასწავლებელთა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე, ვიდეო და აუდიომონიტორინგი განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტირების დროს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე აისახება, არამედ ხმასაც ჩაიწერენ.

„ჟ)  ვიდეომონიტორინგი –  საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;

რ)  აუდიომონიტორინგი –  საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა“;

ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება