სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაკვეთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით - ვის შეუძლია დროის შეცვლა - ესგ
26-09-2024
-
+


სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რამდენ წუთს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სკოლების ნაწილი რეაბილიტაციაზეა, ნაწილი დანგრეული (განსაკუთრებით დედაქალაქში) და მოსწავლეებს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უწევთ სიარული, რიგ შემთხვევაში სწავლა ორ ან სამცვლიანია, რაც დამატებითი დისკომფორტია როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლებისთვის.

სწორედ აქედან გამომდინარე, etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა მიმართა იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირება, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ განმარტებას ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომელიც გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი:

„გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით“.

აქედან გამომდინარე, თუ სკოლა მოახერხებს ამ საკითხზე სამინისტროსთან შეთანხმებას, დასაშვებია გაკვეთილების ხანგრძლივობის ცვლილება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება