სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს რუსულენოვანი ცხრილი დაურიგეს?
17-09-2024
-
+


სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს რუსულად ამობეჭდილი ცხრილი დაურიგეს. 

აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს, 16 სექტემბერს, ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა, ირაკლი სოხაძემ პირად გვერდზე საჯაროდ განათავსა. როგორც პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, თავდაპირველად, ცხრილის ფოტო მოსწავლეთა მშობლების „ჩატში“ გაგზავნეს. 

გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. 

რატომ დაურიგდათ ბავშვებს ცხრილი რუსულად და რა მოხდა სკოლაში? - ამის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არ იყო დარწმუნებული, ვის ესაუბრებოდა. პასუხად, ჟურნალისტის ვინაობის რედაქციაში გადამოწმება შევთავაზეთ და სკოლის ლიდერმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

თუმცა, საბოლოოდ, მაინც უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე - ვინ და რატომ დაურიგა ქართულენოვან სკოლაში, მოსწავლეებს რუსულ ენაზე შედგენილი საგაკვეთილო ცხრილი?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება