სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა საზეიმო მიღება და საპატიო სტუმრები - ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით განახლდა
17-09-2024
-
+


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყო. ტრადიციისამებრ სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონიალი გაიმართა.

მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა მიულოცა. მან ამ დღეს N6 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის - ცისანა ქოქოსაძის თაოსნობით დაარსებული ეკოკლუბის - „21-ე საუკუნე“ მონაწილეებს გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის, სიგელები და საჩუქრები გადასცა. კლუბმა საკუთარი საქმიანობით შეძლო ნახევარფინალურ ტურში გადასვლა, რაც სკოლაში ახარებთ. 

სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელიც ამ დღეს სკოლას სტუმრობდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია.

სწავლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და ეროვნული დროშა მეთორმეტე კლასელებმა აღმართეს.

სკოლის დირექცია სასწავლო პროცესის განახლებას მოსწავლე-მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„სკოლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაბიჯეს მეექვსე საჯარო სკოლის კედლებში! დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება სიახლეებით საინტერესო, მრავალფეროვანი  გამოწვევებით მდიდარი, მოსწავლეთათვის განმავითარებელი და ცოდნის შესაძენად ნაყოფიერი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება