სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული მშობლიური სკოლა და ემოციური გზავნილი სასკოლო საზოგადოებას
16-09-2024
-
+


სენაკის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, განსაკუთრებით ემოციური კი, მოსწავლის წერილი იყო, რომელიც სრულიად სასკოლო საზოგადოებას წაუკითხა და დღე მეტად დაუვიწყარი გახადა. 

მონიკა აბშილავა XII კლასის წარჩინებული მოსწავლეა, რომლის წერილმაც დღეს გულგრილი არავინ დატოვა, გულწრფელი ემოციები, მოსწავლის თვალით დანახული სკოლა და პედაგოგები ყველასთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„ეს შეფასება სკოლისთვის ყველაზე დიდი ინდიკატორი და მისიაა. დღეს ჩვენთვის უბედნიერესი დღეა მოსწავლის თვალით ნანახი სკოლა და მასწავლებლები - ძალიან ამაღელვებელია, საპასუხისმგებლო და საორიენტაციო“ - ასე აფასებს სკოლის ხელმძღვანელი მარინე ნანეიშვილი მოსწავლის წერილს. 

უცვლელად გიზიარებთ მოსწავლის წერილს: 

    „ჩემი სკოლა“ 

ერთხელ ქართული პედაგოგიკური აზრის კლასიკოსკმა, იაკობ გოგებაშვილმა ბრძანა:„სკოლა ორპირი ხანჯალია, რომელიც აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს“, რადგან „განათლება ჰგავს მზეს, რომელიც ისე არ ანათებს, რომ ამავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“. პირველად, როდესაც ამ შენობაში შემოვდგი ფეხი, ვიყავი 7 წლის პატარა გოგონა, გრძელი ნაწნავებითა და ყმაწვილური, გამოუცდელი მზერით. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვტოვებ, როგორც შემდგარი პიროვნება, ჩამოყალიბებული პრიორიტეტებითა და პრინციპებით, მორალური ღირებულებებითა და მიზნებით. ვფიქრობ, სწავლება, უფრო მეტია ვიდრე ცოდნის გაცემა. მასწავლებლები აღვიძებენ პოტენციალს თითოეულ მოსწავლეში და ეხმარებიან მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. გაი კავასაკისა არ იყოს, საზოგადოების ჭეშმარიტი გმირები, სწორედაც რომ პედაგოგები არიან, ვინაიდან დიდი გულმოდგინება და შრომაა საჭირო პატარა გონების ჩამოსაყალიბებლად. ვინაც არ იცის, მესამე სკოლაში ვხელმძღვანელობთ დოქტრინით: „თანასწორუფლებიანობა ყველას, განსაკუთრებული პრივილეგიები არავის“. აქ თითოეული მოსწავლე ერთნაირად უყვართ, თითოეული მათგანი ერთნაირად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, ბეჯითები არიან ისინი თუ ზარმაცები,ცელქები თუ დინჯები. რომ ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდების გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული მომავალი და ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც ჩემმა სკოლამ მომცა-სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულია. მახსოვს, როგორი აღტაცებით ვუსმენდი მაია მასწავლებელს,როდესაც პირველად მოგვიყვა თამარ მეფის შესახებ. სახელმწიფოს მეთაურ გმირ ქალზე,რომელიც ჯვრითა და ლოცვა-კურთხევით,ფეხშიშველი მიუძღოდა ქართველთა ჯარს. იმ დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე,რადგან ბანოვნები, თურმე სულაც არ ყოფილან სუსტი სქესის წარმომადგენლები და მათი მოვალეობაცაა იბრძოლონ საქართველოს უკეთესი მერმისისთვის. ზოგადად,მაიკო მასწავლებელი დიდი რუდუნებით ადევნებდა თვალყურს ჩვენს აღზრდა-განათლებას. არასდროს მპატიობდა სიზარმაცეს, არამედ მუდამ მარიგებდა: „ოქროს გამოწრთობა სჭრიდება,რათა იბრჭყვიალოსო. „თავად მაქსიმალისტი,ჩვენც მაქსიმალიზმს გვაჩვევდა და იმ უანგარო სითბო და სიყვარულთან ერთად, რასაც მუდამ ვგრძნობდით მისგან,ჩვენგან ქმნიდა ძლიერ ოჯახს,სადაც ერთის დუხჭირი თუ სიხარული საერთო საზრუნავია. შემდგომ გამოჩნდა ქალბატონი მედეა,რომელიც თითქმის რვა წელია უძლებს ჩვენს ონავრობას.მან კიდევ უფრო შეგვკრა ერთ გუნდად და ურთიერთთანადგომა გვასწავლა. მუდამჟამ შვილების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მშობელივით,იგი პირადი გასაჭირივით განიცდის ჩვენს პრობლემებს და დაუღალავად გვგულშემატკივრობს ნებისმიერ წამოწყებაში. თუმცაღა ჩვენი მთავარი გულშემატკივარი, შეიძლება ითქვას, უბადლო პიარმენეჯრი,გახლავთ ქალბატონი მაკა,რომელსაც ყველა და ყველაფერი მესამე სკოლისთვის უნდა.როგორც ადრე ვახსენე,აქ არ არსებობს იერარქიები, შესაბამისად,დირექტორი არამხოლოდ დირექტორი,არამედ მოსწავლეების განუყრელი და გულისხმიერი მეგობარია,ვინც მუდამ მზადაა მათ დასახმარებლად, გასამხნევებლად,მხარდასაჭერად.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, თუ როგორ ზრუნავს იგი აღსაზრდელების წარმატებაზე და რაოდენ ხარობს მათი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით.Რა თქმა უნდა. ქალბატონ მაკასთან ერთად ზეიმობს მთელი პედკოლექტივიც,ვინაიდან ყოველი წარმატებული მოსწავლე მათი სანიმუშო პროფესინალიზმის შედეგია. მადლობის გარდა მე სხვა არც არაფერი მეთქმის,რადგან ჩემი საყვარელი სკოლის მეოხეობით, ვიცი, რომ „განათლება საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები“, ხოლო ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობების საწინდარია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება